3-room apartment for sale in დიღმის მასივში
Published: Sep 28, 2026
Views: 0
დიღმის მასივი, თბილისი
276,200₾
Area: 82 m²
1 m² - 3,368₾
gigi
Owner
- Area
- 82 m²
- Rooms
- 3
- Bedrooms
- 2
- Floor
- 6 / 15
Description
არქის კორპუსში იყიდება 2-საძინებლიანი ბინა იატაკქვეშა გათბობით. ბინა კეთდებოდა ჩემთვის, ხარისხიანად და წინასწარ გათვლილი კომუნიკაციებით. გაყიდვის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ ოჯახისთვის უფრო დიდ ფართზე გვიწევს გადასვლა. ბინაში უკვე გაკეთებულია: მისაღებ სივრცესა და აბაზანაში — იატაკქვეშა გათბობა; ორივე საძინებელში — რადიატორებისთვის მიყვანილია გათბობის მილები კოლექტორული სისტემით; აივანზე, საქვაბის მოპირდაპირე მხარეს — მოწყობილია სველი წერტილისა და გაზის წერტილები, რაც სურვილის შემთხვევაში იძლევა ხელსაბანისა და გაზქურის დამონტაჟების შესაძლებლობას; საქვაბის სივრცეში გათვალისწინებულია სარეცხი მანქანისთვის კანალიზაციის წერტილი. ყველა კომუნიკაცია თავიდანვე გააზრებულად არის დაგეგმილი, რათა ბინის შემდგომი რემონტი და მოწყობა მაქსიმალურად პრაქტიკული და კომფორტული იყოს. საძინებლებში მოწყობილია მცურავი იატაკის სისტემა — 5 სმ XPS თბოიზოლაცია, არმირებული იატაკის მოჭიმვა და პერიმეტრული დემპფერული ლენტი, რაც აუმჯობესებს როგორც თბოიზოლაციას, ასევე ამცირებს დარტყმითი ხმაურისა და ვიბრაციის გადაცემას. ბინისთვის ასევე გვაქვს მომზადებული უმაღლესი დონის პროფესიონალური ინტერიერის დიზაინ-პროექტი, რომელიც დეტალურად არის მორგებული კონკრეტულად ამ ბინის დაგეგმარებასა და სივრცეებზე. 🎁 დიზაინ-პროექტს მყიდველს სრულიად უსასყიდლოდ გადავცემთ საჩუქრად, რაც მნიშვნელოვნად გაუმარტივებს რემონტის პროცესს და დაზოგავს როგორც დროს, ისე დიზაინზე დამატებით ხარჯს. ამავე კორპუსში მაქვს 2 პარკინგი, დაინტერესების შემთხვევაში ფასზე დავილაპარაკებთ. სააგენტოებთან არ ვთანამშრომლობ!!!
Additional parameters
Building status
New building
Condition
White frame
Project type
Non-standard